ღონისძიებები

მალე! VIPR Club  გაიგე მეტი

``ვიპიარი„ მალტაზე არსებული კომპანიის „ K Studio Malta Limited `` ის  ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტრენინგებსა და ღონისძიებებს : საქართველოში, მალტაზე,  ესპანეთში/მარბეა, შვეიცარია, პალერმო, კალაბრია

 

გთავაზობთ კორპორატიული ღონისძიებების
მოწყობის სრულ სერვისს

ჩვენ განხორციელებული გვაქვს და კიდევ
ბევრ საინტერესო პროექტსშემოგთავაზებთ
შემდეგ მიმართულებებში
  • ღონისძიების სცენარის  შედგენა
  • ადგილის შერჩევა
  • სადღესასწაულო ადგილის გაფორმება
  • ტრანსპორტით უზრუნველყოფა
  • მოსაწვევი ბარათების დამზადება
  • ფოტო და ვიდეო გადაღება
  • ფეიერვერკებითა და ციური
    მანათობლებით უზრუნველყოფა
  • ორიგინალურ სიურპრიზები
  • ფურშეტი

 

 

 

 

 

  • კორპორატიული ღონისძიება
  • ბიზნეს კონფერენცია
  • შემოქმედებითი საღამო
  • საიუბილეო დღესასწაული
  • ქორწილი
  • დაბადების დღე
  • ბანკეტი  

 

 

 

 

 

 

30.12.14 მალტაზე საქართველოს დღეები
მალტაზე საქართველოს დღეები

მალტაში GRAND HOTEL ``EXCELSIOR` გაიმართა საქართველოს დღეები : ქართული ფოლკლორი, ხელოვნება, ქართული კინო, ქართული პროდუქციის დეგუსტაცია






27.11.14 "შაჰ-დენიზი 2„ / ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
"შაჰ-დენიზი 2„ / ფოთის მარცვლეულის ტერმინალი

ქართულ-ამერიკული სატრანსპორტო კომპანია „ პეის-ჯგუფი პროექტი „ შაჰ-დენიზი 2„ გაზსადენი მილების სატრანსპორტო ტერმინალის პრეზენტაცია 

კომპანია „ აგრიკომი„ - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გახსნის ცერემონია - ორგანიზტორი კომპანია „ VIPR``/მალტის წარმომადგენლობა

 




20.10.14 ნინი და დიმიტრი დუმბაძეების პერსონალური გამოფენა მალტაზე
ნინი და დიმიტრი დუმბაძეების პერსონალური გამოფენა მალტაზე

ნინი და დიმიტრი დუმბაძეების პერსონალური, საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა კუნძულ მალტაზე.


გაიყიდა 11 ნამუშევარი . შემოსული თანხა ბავშვებმა მთლიანად გადარიცხეს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრში.
 
 



16.10.14 პირველად! ქართული თეატრის გასტროლი მალტაზე
პირველად! ქართული თეატრის გასტროლი მალტაზე

პირველად! ქართული თეატრის გასტროლი მალტაზე

პირველად!
ქართული თეატრის გასტროლი მალტაზე
თეატრალური დასი "ET CETERA..."- ხელმძღვანელი - მარიამ ჯოლოგუა
EuroGeorgia-Malta-ს და VIPR / მალტის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტი
 
 



17.08.14 ფარმაცევტული საწარმო „YNNOVAS / VIPR
ფარმაცევტული საწარმო „YNNOVAS / VIPR

GMP-ის სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო „YNNOVAS“ / ხელშეკრულების ცერემონია
კომპანია რეგიონში პირველი კონტრაქტული მწარმოებელია, სადაც ფარმაცევტული წარმოების ყველა ციკლი (ნედლეულის წარმოებიდან მზა პროდუქციის წარმოებამდე) იფუნქციონირებს

 




07.06.14 პალერმოში ქართული კულტურის დღეები
პალერმოში ქართული კულტურის დღეები

მალტის ქართული კულტურის ცენტრის, კომპანია VIPR- ის ორგანიზებით, პალერმოში, ქ. თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ოფიციალური დელეგაცია შეხვდა პალერმოს მერს Leoluca Orlando-ს და მერიის სხვადასხვა დეპარტამენტების დელეგატებს.

პალერმო, Palazzo Conte Federiko /მე-12 საუკუნის სასახლე 
სიცილიის მეფის ფედერიკო მეორე ზვევოს 
ჩამომავლობის სასახლე

„ქართული კულტურის დღე„ პალემოში. ანსამბლ „შვიდკაცას„ კონცერტი, მხატვარ ქეთევან მატაბელის და გია გუგუშვილს ნამუშევრების გამოფენა, ქართული პოეზიის თარგმანები.

 




29.12.13 SHOW ROOM მალტაზე ! ! !
SHOW ROOM მალტაზე ! ! !

 მალტაზე,  კომპანია (Training and manamagement Consultation Center)  ,,VIPR,,

 

 აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი

კულტურულ-საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტის ‘‘თსსა საზღვრებს გარეთ“ ფარგლებში

ტარდება სამხატვრო აკადემიის დიზაინის მიმართულების

პროფესორ-მასწავლებელთა, სტუდენტთა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების

ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები.

 

 

პროექტის ,,თსსა საზღვრებს გარეთ“ მხარდამჭერი :

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 

 

პროექტის ხელმძღვანელები: - თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი,

ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი

 

ორგანიზატორები: ნინო ქვრივიშვილი, პროფესორი
ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი

 

 

SHOW ROOM-ის კონცეფციაში გათვალისწინებულია მისი საერთაშორისო ხასიათი.

 

ეს იქნება პირველი საერთაშორისო SHOW ROOM-ი

სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მიმართულებით

 

SHOW ROOM-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის,

ტექსტილის დიზაინისა და მხატვრული მინის დიზაინის პროფესურისა და სტუდენტთა ექსკლუზიური ნამუშევრები

 

ჩატარდება მასტერ-კლასები: 

1. ,,სინთეზური ქსოვილი,,- ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, სრული პროფესორი;

      ასისტენტი ნინო ქვრივიშვილი, პროფესორი; 


2. Fashion - მერჩენდაიზინგი - ნინო მგალობლიშვილი, ასოცირებული პროფესორი.




29.12.13 მალტაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი
მალტაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი

მალტაზე ანსამბლი"მცხეთა".
ხელმძღვანელი კახა ონაშვილი.




25.12.13 საქართველოს დღეები, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მალტაზე!!!
საქართველოს დღეები, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მალტაზე!!!

 მალტის რესპუბლიკაში,   კომპანია   ,,VIPR,,  მალტაზე არსებული

ქართული კულტურის ცენტრის Eurogeorgia Malta თანაორგანიზატორობით,

25 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს დღეები, ფოლკლორის საერთაშორის ფესტივალი . 

ფესტივალში, საქართველოს დღეებში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ანსამბლი „მცხეთა„,

მოეწყობა ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ქართული პროდუქციის წარმოჩენა,

ირაკლი კვირიკაძე, ცნობილი სცენარისტი,რეჟისორი და კინომცოდნე წაიკითხავს მცირე მოხსენებას

ქართული კინოს ისტორიის შესახებ და ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმები,

მასტერკლასები, საერთაშორისო ტრენინგები . .. 

 

უღრმესი მადლობა კულტურის სამინისტროს, მცხეთის მუნიციპალიტეტს,

თბილისის სამხატვრო აკადემიას,

ესპანეთში, მარბეაში  არსებულ ქართული კულტურის ცენტრს EuroGeorgia

მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის .




27.11.13 ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ექსპორტ-იმპორტის განვითარება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის
ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ექსპორტ-იმპორტის განვითარება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის

ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და

ევროპული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება

თუმანიშვილის თეატრში,27 ნოემბერს, 7 საათზე.

პროექტის მიზანია, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და

ექსპორტ-იმპორტის განვითარება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის.


რგანიზატორები:

  •    ესპანეთში, ქართული კულტურის ცენტრი
  •    „ EUROGEORGIA „
  • ევროპელ მეღვინეთა ასოციაცია,
  • ROIN WINERY 

 

მხარდამჭერები:

საქართველოში საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი:

  • ’ INTER ART LIGA  
  • კომპანია - VIPR 



01.09.13 ხელოვნების საერთაშორისო არტ ფესტივალი „ინეტრ არტ ბათუმი 2013„
ხელოვნების საერთაშორისო არტ ფესტივალი „ინეტრ არტ ბათუმი 2013„

2013 წლის, 1-3 სექტემბერს რიგით მეორე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი„`INTER ART BATUMI 2013 „გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღეს  ქართველი და ევროპელი ხელოვნების  წარმომადგენლებმა

პროექტის„ინტერ არტ ბათუმი 2013„  ავტორი და ორგანიზატორია: საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის  ცენტრი „ ინტერ არტ ჯორჯია„ და საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „ არტე მარბეა„.

პროექტი ხორციელდება ქალაქ ბათუმის მერიის პატრონაჟით. ოფიციალური მხარდამჭერები : ქ. ბათუმის მერია, ესპანეთში, ქ. მარბეაში არსებული ქართული კულტურის  ცენტრი „EUROGEORGIA’’ „  და მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში  - კომპანია „VIPR „ (ტრენინგისა და ღონისძიებათა მართვის  საკონსულტაციო ცენტრი„);  საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა ანდალუზიაში, ესპანეთის ბიზნესმენ ქალთა ასოციაცია „WOMEN IN BUSINESS SPAIN, MARBELLA WINE WAREHOUSE„  თბილისის სახელმწიფო სამხტავრო აკადემია და საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის აპარატი დიასპორის საკითხებში.

ფესტივალმა მიიღო ტრადიციული, ყოველწლიური  ხასიათი და „საერთაშორისო STREET ART FAIR„  - ის სახელით  დამკვიდრდა  შავი ზღვის სანაპიროზე .

 „INTER ART BATUMI 2013   „ საპატიო სტუმრები:  მარბეას მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაცია, საერთაშორისო ხელოვნების ექსპერტები, მარბეას ცნობილი  საზოგადო  მოღვაწეები, საერთაშორისო მედიისა და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მომღერლები: საერთაშორისო სოპრანო -  JULIAN HANTERI –LONDONI,  FLAMENCOS შოუ




18.06.13 არტ ფესტივალი „არტე მარბეა„
არტ ფესტივალი „არტე მარბეა„

ესპანეთის ქ. მარბეაში  ქართული კუტურის ცენტრის „ევროჯორჯიას„ ინიციატივით, 

          გამართულ  არტ ფესტივალზე „არტე მარბეა„

ქართველმა მხატვრებმა მიიღეს მონაწილეობა 2013 წლის 18-29 ივნისი.

ამ პროექტის ორგანიზატორი საქართველოში გახლდათ  კომპანიაა  „VIPR „ 




17.05.13 ხორბლის ტერმინალის საზეიმო გახსნა
ხორბლის ტერმინალის საზეიმო გახსნა

კომპანია „VIPR„  - ის ორგანიზებით,  პირველად საქართველოში,  17 მაისს მოეწყო

ფოთში, ხორბლის  ტერმინალის  საზეიმო გახსნა 




24.04.13 „ვენეციური კარნავალი„
„ვენეციური კარნავალი„

ირველად, საქართველოში 2013 წლის 24 აპრილს ( თბილისი) 28 აგვისტოს ( ბათუმში) 

  ასოციაცია  „ საქართველო - იტალია„  კომპანია „„VIPR„  - ის,მოდის სახლი „ თინათინ მაღალაშვილი„ ორგანიზებით   გახორციელდა  პროექტი „ვენეციური კარნავალი„ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით.  იდეის ავტორი გახლდათ ნიკა ესაკია.

კარნავალი საქველმოქმედო ხასიათის იყო და  შემოსული თანხა გადაერიცხათ ბერი  ანდრიას ფონდს.

 

 

ფონდი მზრუნველობას უწევს ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს .

  პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს,  საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ესპანეთის, ქალაქ მარბეაში არსებული ქართული კულტურის ცენტრი „EuroGeorgia„

მარბეას საერთაშორისო სიმღერის კონკურსი „Reality Star„

 საერთაშორისო ვარსკვლავთა ფესტივალი "Starlite"

რომელიც ორგანიზებულია ანტონიო ბანდერასის საქველმოქმედო ფონდის მიე

 




01.09.12 ხელოვნების საერთაშორისო ( ესპანური) არტ ფესტივალი „ინეტრ არტ ბათუმი 2012„
ხელოვნების საერთაშორისო ( ესპანური) არტ ფესტივალი „ინეტრ არტ ბათუმი 2012„

საერთაშორისო  ხელოვნების ფესტივალი „ინტერ არტ ბათუმი 2012’’    ევროპაში   კარგად    ცნობილი და დამკვიდრებული „ ენ არბორის„ ხელოვნების ფესტივალის  „არტე მარბეას   მოდელია.    რომელიც   პირველად ბათუმში 2012 წლის  6-9  სექტემბერს გახორციელდა.   

  ფესტივალი  4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქ. ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომლის ჩატარების საფუძველი გახლდათ მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა ქალაქ ბათუმსა და ესპანეთის ზღვისპირა ქალაქ მარბეას შორის.

    პროექტი   „INTER ART BATUMI 2012„  გახორციელდა: ქალაქ ბათუმის მერიის, ანდალუზიის რეგიონში სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის, მარბელას მუნიციპალიტეტის, ანდალუზიის რეგიონში, ქართული კულტურის ცენტრის „ევრო ჯორჯია„ ( ესპანეთი) საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის „ ინტერ არტ ჯორჯია„ ( საქართველო),  მარბელას საერთაშორისო არტ ფესტივალის „არტმარბელა„ ( ესპანეთი) ესპანური ასოციაცია „ამიგოს დე ლა მუსიკა„ ესპანეთის ბიზნესმენ ქალთა ასოციაციის, ტრენინგისა და ღონისძიებათა მართვის ცენტრის  „VIPR" „ მხარდაჭერითა და ორგანიზებით.

       პროექტის ფორმატიდან გამომდინარე,  ფესტივალის მსვლელობის დროს,  მოეწყო კონცერტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და ევროპელმა  მომღერლებმა.

 ევროპიდან  ---------  Yanela Brooks  - ( ლათინო ამერიკა, კუბა)   Themas Hofman   ( ესპანეთი-მაიამი-  მადრიდი)  , Costa Del Solis საერთაშორისო სიმღერის ფესტივალის „REALlTY STARI``   ` გამარჯვებული Salome Simone – (ესპანეთი- მარბელა- საქართველო).

      მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო და მხარდაჭერა გამოხატა ქართულმა სამხატვრო გალერეებმა:  „ტიფლის ავენიუ„, „აპოლო„ „ არტ ლაინი„  „ინტერ არტ ჯორჯია„  „ ვაჩე„  ქართული რეწვის სახელოსნო„ ფესვები„ ბათუმელი მხატვრები„  70-მდე ქართველი მხატვარის ნახატი იქნა გამოფენილი.




15.07.12 საერთაშორისო სიმღერის კონკურსი „REALITY STAR"
საერთაშორისო სიმღერის კონკურსი „REALITY STAR"

 ესპანეთის ქალაქ მარბელაში, 2012 წლის 15-16 ივლისს გაიმართა საერთაშორისო სიმღერის

 

კონკურსი      „REALITY STAR".

 

 

ღონისძიება ჩატარდა მარბელას მერიისა და ესპანეთში მოქმედი,

წამყვანი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ : საქართველოს სავაჭრო

პალატის წარმომადგენლობა ესპანეთის ანდალუზიის რეგიონში.

საქართველოში კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელია:

საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი

"INTER ART GEORGIA".

 მხარდამჭერი - საქართველოში არსებული ტრენინგისა და ღონისძიებების

მართვის საკონსულტაციო ცენტრი - „VIPR". 

კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა,

 ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენას და მათი შემოქმედების

წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე.

           www.realitystar.es