ექსპერტ კონსულტანტის პირადი რჩევები, შეუცდომელი ანალიზი და უბრალოდ მეგობარი

საგზურები / სიცილია

მდებარეობა: სიცილია

პაკეტის ტიპი: Cosa Nostra

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე

ფასი: € 505

დამატებითი ინფორმაცია:

1 დღე

ჩაფრენა პალერმოში, სასტუმროში განთავსება, ვახშამი

 

2 დღე

საუზმის შემდეგ გავდივართ პალერმოს ცენტრში, ბაზრის მიდამოებში: ვუჩირია (Vuccirìa ) და ბალლარო (Ballarò) - შემოგარენი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ქალაქის ავთენტური ნაწილები. აქ ასევე არის ბევრი ლამაზი შენობა, სადაც არაბული და დასავლური კულტურა ჰარმონიულად არის ურთიერთშერწყმული. ბევრი შენობა უკვე ჩამონგრეულია მაგრამ შენარჩუნებული აქვთ თავისი შარმი. შუადღით მოვინახულებთ კურთხეულ პაოლის ბერებს, საღამოს კი საიდუმლო სექტას, რომელიც უამრავ ლეგენდებში გადახლართული ისტორიის წყაროა და ყოველთვის კვებავდა პალერმოს მოსახლეობის კოლექტიურ წარმოსახვებს. ჩვენ დავიწყებთ ჩვენს სასიამოვნო გასეირნებას რუჯერო VII ქუჩის გასწვივ (Via Ruggero VII), გავჩერდებით ვერდის მოედანზე (Piazza Verdi) და შევიტყობთ მასსიმოს თეატრის (Teatro Massimo) ლეგენდასა და ისტორიას. მასსიმოს თეატრიდან გავაგრძელებთ გზას ვოლტურნოს ქუჩაზე (Via Volturno) პორტა კარინამდე (Porta Carini), კაპოს ბაზრობის შესასვლელამდე, რომელიც დღესდღეისობით არის ყველაზე დიდი თევზის, ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის ღია ბაზრობა. ვნახავთ „უბიწო ჩასახვის“ ბაროკოს სტილის ეკლესიას და ბაროკოს სტილის სხვა ძეგლებს. ამგვარად ჩვენ მიუახლოვდებით ბეატის პაოლის (Beati Paoli) ერთ ერთ მიწიშქვეშა თავშესაფარის ჩასასვლელს. ჩვენ შევიტყობთ ისტორიას დეპუტატ ბეატი პაოლის შესახებ, რომელისაც ამ მიწისქვეშეთში ჰქონდა შტაბ-ბინა აწყობდა საიდუმლო შეხვედრებს

 

3 დღე

საუზმე სასტუმროში, კორლეონეში გამგზავრება,

მოვინახულებთ: პიაცცა ნასკეს (PIAZZA Nascè). ეს იყო ბაზრობის მოედანი, სადაც ადრე მამაკაცები იდგენ რიგში, რათა დავერბოვკებულიყვნენ და ჩაწერილიყვნენ გაბელოტის (gabelloti) ბანდიტთა სიაში. პიაცცა გარიბალდი - პლაჩიდო რიზოტოს ბრონზეს ბიუსტი. ესაა ქვეყნის ერთ ერთი უძველესი სკვერი, სადაც ცხოვრობდნენ  პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების მქონე პირები. პროფკავშირების ლიდერი პლაჩიდო რიზოტო შეეწირა მაფიასთან ბრძოლას. „სამართლიანობის ლაბორატორია“ - ესაა მაფიისგან კონფისკირებული შენობა. პირველ სართულზე არის სამართლიანობის ბოგეტა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტი, რომელიც მოყვანილია მაფიისგან კონფისკირებულ მიწებზე. ზედა სართულებზე გამოფენილია თანამედრო მხატვრის გაეტანო სიჩილიანო პორკასის (Gaetano Siciliano Porcasi) სურათები, რომელიც გვიყვება მაფიისა და მაფიის წინააღმდეგ მოძრაობის ისტორიებს. VIA BERNARDINO VERRO - ხალხის სახლი, გზა, რომელიც უკავშირდება და ეძღვნება მაფიისგან მოკლულ ქალაქ კორლეონეს პირველ სოციალისტ მერს. ამ სახლში ბერნანდო ვეროს მიერ დაარსებულია პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. სადილის შემდეგ ვბრუნდებით სასტუმროში. გავჩერდებით პოტელა დელლა გინესტრაში (Portella della Ginestra) - ადგილი სადაც გაანაგურეს სალვატორე ჯულიანოს (Salvatore Giuliano) ბანდა და ადგილობრივი ფერმერები ზეიმობენ 1 მაისს. დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი, თავისუფალი საღამო პალერმოში

 

4 დღე

საუზმის შემდეგ დილა მიეძღვნება ქალაქ ფორცა დ’არგოს (Forza D'Agro) მონახულებას, სადაც ალ პაჩინო დაიან კიტონს უჩვენებს სახლს, სადაც დაიბადა მამამისი და შემდეგ იძულებული იყო მიეტოვებინა და  წასულიყო აშშ-ში, რადგანაც მას დონ ჩიჩოს ხალხი ემუქრებოდა. ფორცა დ’არგო პატარა სოფელია, საიდანაც იშლება ხედი წმ. ალექსის ქიმზე მდებარე არაბულ-ნორმანული სტილის ციხესიმაგრეზე. იგი გამოყენებულია ფონად სხვადასხვა ფილმებში, მათ შორის ფილმში „ნათლიმამა“. აქ თქვენ ისიამოვნებთ შუასაუკუნეების ქალაქის ცენტრში სეირნობით. ცენტრალური მოენიდან მიემართებიან საიდუმლო გასასვლელები და არკები, ვნახავთ ულამაზეს პატარა ეკლესიებს, რომლებიც ასევე გამოყენებულია ფილმში „ნათლიმამა III“. ქალქის ძველებური შუასაუკუნოებრვის სტრუქტურა დღემდეა შემრჩენილი ქიმის წვერზე. ვიწრო ქუჩების ლაბირინთებს და პატარა სახლებს მივყავართ ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებთან. წინ იშლება საუცხოო პანორამული ხედი კურორტზე. დღის მეორე ნახევარში მოვინახულებთ წმ. ავგუსტინეს მონასტერს და მათ მაცხოვრებლებს. წმ. ფრანცისკის ტაძარს (XVI-სს.); პალაცცო მიანოს (Palazzo Miano), პალაცცო მაუროს (Mauro Palazzo), პალაცცო ბონდის (Palazzo Bondi), გარუფის სასახლეს (Garufi Palace), ნორმანული ციხის ნანგრევებს (XI-XII სს). სასტუმროში დაბრუნება. ვახშამი. თავისუფალი საღამო.

 

 

5 დღე, სავოკა (Savoca)

საუზმის შემდეგ მივემგზავრებით სავოკაში. შესასვლელთან დაინახავთ ვიტტელის ბარს („Bar Vitelli“) მისი ულამაზესი ტერასით. აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ფილმში: მაგიდა, სადაც მაიკლი აპოლონიას მამას მისი ქალიშვილის ხელს სთხოვს; კარების შტორები; ასევე ბარიდან ეკლესიისკენ მიმავალი მთავარი ქუჩა. ამ ეკლესიშია გადაღებული მაიკლისა და აპოლონიას ქორწილის სცენა. ვიტელის ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლემონ გრანიტა (lemon granita), რომელიც აუცილებელია ამ ბარში შემსველელებისათვის. ბარს ისევ ის ოჯახი ფლობს, რომელიც ფილმის გადაღების დროს ფლობდა. მათ აქვთ ფოტოები, სადაც ასახულია ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიამამა II“-ის  გადაღების პროცესის სცენები . თქვენ გექნებათ დრო და საშუალება დატკბეთ სიცილიის ამ დაფარული მხარის ულამაზესი ლანდშაფტის ხედებით.

სასტუმროში დაბრუნება, ვახშამი, თავისუფალი საღამო.

 

6 დღე, ტაორმინა (Taormina)

საუზმე სასტუმროში. ტაორმინაში გამგზავრება. ტაორმინა არის მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო და ცნობილი ტურისტული ქალაქი, რომელიც გაფენილია ტერასებზე, ხედით ზღვაზე და ეტნას მთაზე.

სასტუმროში დაბრუნება, ვახშამი.

 

7 დღე

გამომგზავრება

 

ფასი:

25-29 კაცი - € 540.00

30-34 კაცი - € 520.00

35-40 კაცი - € 505.00

 

ფასში შედი: ტრანსფერი, ავტობუსით მომსახურება. ცხოვრება 3*  სასტუმროში ორადგილიან ნომრებში, 2-ჯერადი კვება (პირველ დღეს მხოლოდ ვახშამი და ბოლო დღეს მხოლოდ სადილი).


ქ. თბილისი, თაბუკაშვილის 19 ტელ: 298 40 54
მობ: 579 14 16 73; 599 94 66 05 ელ-ფოსტა: travel@vipr.ge
Skype: viprtravel